შეერთებული შტაბების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არმიის გაერთიანებული შტატების კომიტეტის შტაბების უფროსი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან დაითხოვა.

ოთხვარსკვლავიანი გენერალი ჩარლზ ბრაუნი შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტატების კომიტეტის შტაბების უფროსის თანამდებობაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარდგენით სენატმა 2023 წლის სექტემბერში დაამტკიცა. თანამდებობას, 2017 წლამდე, დანიშნული პირი ორი ორწლიანი ვადის განმავლობაში ინარჩუნებდა, 2017 წლიდან კი კანონმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი ერთი ოთხწლიანი ვადით და პრეზიდენტის შეხედულებისამებრ განსაზღვრა.

აქედან გამომდინარე, ჩარლზ ბრაუნის გათავისუფლებას ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი მოულოდნელად მიიჩნევს, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რა დამოკიდებულებაც პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტი ბაიდენის და მისი პოლიტიკის მიმართ აქვს, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგეთსი არმიის ისეთი ჩინოვნიკებისგან გაწმენდის სურვილს აცხადებდა, რომლებიც მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის ინიციატივების მხარდამჭერები არიან, ჩარლზ ბრაუნის გათავისუფლება არც თუ მოულოდნელი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ჩარლზ ბრაუნის გუნდის წევრი იყო საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი. საქართველოდან წასვლის შემდეგ იგი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბრაუნის მრჩეველი გახდა და დიდი ალბათობით, მისი შთაგონებით აქვს გაკეთებული ბრაუნს განცხადება საქართველოში რუსეთის გავლენის შესახებ. 

პენტაგონში, 2024 წლის მაისში გამართულ კონფერენციაზე კითხვაზე, „გენერალო ბრაუნ, შეუძლია თუ არა ნატოს რაიმეს გაკეთება, რათა დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მცდელობებს გაზარდოს თავისი გავლენა? როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში? როგორ აისახება ეს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე?“ ბრაუნმა უპასუხა: „თქვენ იცით, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. და ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. თქვენ იცით, მე გასულ კვირას შევხვდი ნატოში ჩემს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად არა მხოლოდ იმ ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვაზე, რომლებიც ნატოს პარტნიორები არიან, არამედ, აგრეთვე, უბრალოდ საერთო უსაფრთხოების მდგომარეობაზე ევროპაში".