უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის მეორე შეხვედრები დასრულდა.
მადრიდის „რეალმა“ მანჩესტერში გამარჯვების შემდეგ სახლშიც დაჩაგრა „მანჩესტერ სიტი“ და მერვედფინალში გავიდა.
ინგლისელთა კარში სამივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა.
„რეალი“ - „მანჩესტერ სიტი“ 3:1(2:0) პირველი შეხვედრა 3:2
გოლები: 4', 33', 61' კილიან მბაპე 1:0, 2:0 და 3:0, 90+2 ნიკო 3:1
„პსვ“-მ სახლში „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა, შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა და 98-ე წუთზე რაინ ფლამინგოს მიერ გატანილი გოლით მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
„პსვ“ - „იუვენტუსი“ დ.დ. 3:1(2:1, 0:0) პირველი შეხვედრა 1:2
გოლები: 53' ივან პერიშიჩი 1:0, 63' ტიმოთი ვეა 1:1, 74' ისმაელ საიბარი 2:1, 98' რაიან ფლამინგო 3:1
დღეს გამართული კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„ბორუსია“ დორტმუნდი - „სპორტინგი“ 0:0 პირველი შეხვედრა 3:0
59-ე წუთზე სერუ გირასის „სპორტინგის“ მეკარე რუი სილვამ თერთმეტმეტრიანი აუღო
მასალა განახლებულია.