ფოთში, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. მოგვიანებით ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეების განაცხადებით, ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე და ხალხს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
„კობახიძის განცხადება იყო ბოლო წვეთი, ისინი უკვე დიდი ხანია უარს ამბობენ ევროკავშირზე და ქვეყნის განვითარებაზე, ეს ჩვენ კარგად ვიცით და კობახიძის განცხადება იყო ბოლო წვეთი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.