მოქალაქეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი ერთ-ერთი გზა - გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი, გარკვეული დროით გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობა შეძახილებითn- "გამოდით, შემოგვიერთდით" გამართეს.

„პირველ რიგში, აქ ვდგავართ, იმიტომ რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი, გვინდა ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ არავის მოსწონს ახალგაზრდებზე ძალადობა, რაც დასაგმობია ნამდვილად. გვინდა, რომ ყველანაირი ძალადობა დაიგმოს, ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ და არცერთ პოლიტიკური ძალის მხარეს არ ვდგავართ, ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ფოთში შესასვლელი მთავარი გზაც გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.