აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-დან უკრაინაში გაგზავნილი ფულის ნაწილი ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის სარგებლის მომტანი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ განაცხადა ზელენსკიმ, რომ მან მხოლოდ ფულის ნახევარი მიიღო.
„უკრაინაში გაგზავნილი ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი სინამდვილეში სასარგებლო აღმოჩნდა აშშ-ის პოლიტიკოსებისთვის, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტისთვის და ზოგიერთი რესპუბლიკელისთვის. ზელენსკი ამიტომ ამბობს, რომ მან ფულის მხოლოდ ნახევარი მიიღო“, – წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
A significant percentage of the money “sent to Ukraine” actually ended up benefitting US politicians, the DNC and some Republicans.
— Elon Musk (@elonmusk) February 20, 2025
That’s why Zelensky says he only received half the money.