ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, არ შეეგუებიან მსგავს სიტუაციას.
„ვაპროტესტებთ დღევანდელ მოვლენებს საქართველოში, რაც ხდება, ვაპროტესტებთ გარუსებას, რასაც ჩვენი მთავრობა აპირებს. ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით ამას. ეს პროცესი ფოთში დაიწყო და ფოთშივე დასრულდება, იმიტომ რომ ევროპის კარიბჭე საქართველოში არის ფოთი, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
როგორც აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა განაცხადა, დღეს მოსწავლეები გაფიცვას გეგმავდნენ, მაგრამ მათ დირექტორებმა ამის უფლება არ მისცეს.
ამ წუთებში დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს და ფეხით მსვლელობას გეგმავენ