რა ღონისძიებები ჩატარდება კალანდას ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალური მედიით ავრცელებს.
"ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გიწვევთ და გელით ყველას, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში - #ერთად აღვნიშნოთ კალანდა!
17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა;ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები;კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება;ტრადიციული საკალანდო რიტუალი - აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა;20:00 საათი • ჯგუფ “Reggaeon”-ის კონცერტი;
გმირთა მოედნიდან - სოფელ შემოქმედის მიმართულებით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს 17:00 საათიდან, ღონისძიების დასრულებამდე უფასოდ მოემსახურება,-" ნათქვამია ინფორმაციაში.