ასეთი განცხადება შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში, ჟურნალისტებთან გააკეთა.
დონალდ ტრამპი საუბრის დროს იმ უარყოფით მოვლენებს შეეხო, რომლებიც, მისი აზრით, პირდაპირ კავშირში არიან ქარის ელექტროსადგურებთან.
ქარის სადგურებით მთელი ჩვენი ქვეყანაა დანაგვიანებული. თითქოს ეს ქაღალდია, თითქოს ნაგავია მინდორში და ასე ხდება, რადგან დროთა განმავლობაში ისინი ნაგვად იქცევიან. ქარის ენერგია არის ყველაზე ძვირად ღირებული ენერგია, რაც კი ოდესმე არსებობდა. ქარის სადგურების მშენებლობა და მუშაობა მხოლოდ სუბსიდიების წყალობით ხდება. ერთადერთი, ვისაც ეს სურს, არის ხალხი, ვინც მდიდრდება ქარის სადგურებით. ხალხი, რომელიც იღებს უზარმაზარ სუბსიდიებს მთავრობისგან. ეს ბევრად ძვირია, ვიდრე ბუნებრივი აირი და ამიტომ ჩვენ შევეცდებით გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომ არ აშენდეს ქარის სადგურები. ნიუ-ჯერსის სანაპიროზე მათ სურთ 200-მდე ქარის სადგურის აშენება. ხალხი გაგიჟებულია, არავის არ უნდა, რადგან ძალიან ძვირია, არ მუშაობენ სუბსიდიების გარეშე და არავის უნდა ისეთი ენერგია, რასაც სუბსიდირება სჭირდება. ელექტროენერგიის წარმოება - კარგი ბიზნესია, არ საჭიროებს სუბსიდიები, მაგრამ როდესაც თქვენ აშენებთ ამ უზარმაზარ კოშკებს, რომელთა ტრანსპორტირებისთვის სამი გემია საჭირო, ეს სიგიჟეა, ეს სახიფათოა. ხედავთ რა ხდება მასაჩუსეტსში, ზღვის სანაპიროზე, სადაც ორი ვეშაპი გამოირიყა. ვფიქრობ, რომ ეს გამორიყვა 17 წლის განმავლობაში ხდება და ახლა, ამ სეზონში, 14 ვეშაპია გამორიყული. „ქარის წისქვილები, როგორც ჩანს, ჭკუიდან შლიან ვეშაპებს“. რეალურად 125-ზე მეტი ან დაახლოებით ამდენი გამოირიყა ამ რამდენიმე წელიწადში და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, ეს - კატასტროფაა. ნამდვილი გარემოს დამცველი იტყვის, რომ ერთგულია სუფთა ენერგიის წარმოების იდეის, რომ მას უყვარს ქარი. ეს კარგად ჟღერს, მაგრამ საოცარია, რომ ამით მთავრდება ყველაფერი. იცით, 10 წლის შემდეგ ქარის სადგური უნდა განახლდეს. ეს კი არ ან ვერ ხდება. ტოვებენ როგორცაა და ის იჟანგება. არ მჯერა, მაგრამ ამბობენ, რომ ასე გარემოს უფრთხილდებიან. ამბობენ, არა უშავს, იყოს, რადგან, როგორც გარკვეული ფიბრომის ხელის ხლება არაა სასურველი, ასევე არაა სასურველი ქარის სადგურის დაშლა და ნარჩენების მიწაში ჩამარხვა, - თქვა ტრამპმა და განაგრძო:
არ ვიცი, ყოფილხართ თუ არა როდისმე კალიფორნიაში, პალმ-სპრინგსში, ერთ-ერთ იმ ადგილას, სადაც მათ უკვე დიდი ხანია, რაც აქვთ ეს ქარის სადგურები. კატასტროფაა! ქარის სადგური ჟანგდება, ლპება, ფრთები ცვივა, მეპატრონე კი ჩადის და მის გვერდით ახალს დგამს. არავის არ უნდა ძველის დაშლა და ნარჩენების გაუვნებელყოფა, მიწაში ჩამარხვის უფლებას კი გარემოს დამცველები არ მისცემენ, რადგან ასეთი შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ, მოხდება ნიადაგის და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.