ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე! თუ ის ეცდება თავისი ხელით დაწეროს რაღაცები, არც ერთ შემთხვევაში არ შერჩება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსისგან ან პოლიტიკური გუნდისგან „ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თამაში, პოლიტიკური სუიციდი იქნება. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ რომელიმემ გაბედოს მსგავსი რაღაცის გაკეთება.

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე! თუ ის ეცდება თავისი ხელით დაწეროს რაღაცები, არც ერთ შემთხვევაში არ შერჩება. ჩვენი კოალიციის განწყობა არის ეს, მათ შორის, იმ ხალხის , ვინც ჩვენ მოგვყვება, მათი განწყობაც არის მსგავსი. რა რიცხვებიც გვექნება, იმ რიცხვებს ბოლომდე დავიცავთ! თუ ამაზე წავლენ, ჩვენც ყველაფერზე ვართ წამსვლელები“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა იგულისხმება ყველაფერში, ჯაფარიძე ასე პასუხობს: „ნებისმიერი რამ. ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმაცია“.