აგვისტო შედარებით წყნარი იყო, ზონდერები ალბათ შვებულებაში ჰყავდათ, სექტემბერ-ოქტომბერი იქნება რთული, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„მოლოდინი, 26 ოქტომბრამდე დარჩენილ რამდენიმე კვირასთან დაკავშირებით, პოზიტიური არ მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ აგვისტოს თვე იყო შედარებით წყნარი, სავარაუდოდ, ზონდერები ალბათ შვებულებაში ჰყავდათ გაშვებული, მაგრამ ახლა მოლოდინი მაქვს, რომ სექტემბერ-ოქტომბერი იქნება რთული. ეჭვი მაქვს, რომ ისინი წავლენ ძალადობაზე, ეჭვი მაქვს, რომ ისინი არ მოგვცემენ საშუალებას თავისუფლად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, მათ შორს მოსახლეობასთან შეხვედრები. მგონია რომ ამაში ხელს შეგვიშლიან და ხელის შეშლის ერთ-ერთი გზა არის დაორგანიზებული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც მორბიან და ყვირიან, იგინებიან, ქვებს ისვრიან, ძალადობაზე გადადიან, მოგეპარებიან ჩაგარტყამენ , რაც არაერთხელ გვინახავს. ასეთი პესიმისტური მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვნახოთ",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.