კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი ისედაც არის დაფიქსირებული, ახალი რა უნდა ჩაწერონ, არ ვიცი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეკლესიის თემა სინამდვილეში წინასაარჩევნოდ სჭირდება.
„იციან, რომ ამ ქვეყანაში პატრიარქს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი ოდითგანვე და ამის გამოყენება უნდათ. ეგონათ, რომ მოეწონებოდა ეკლესიას, მკვახე უარი მიიღეს საპატრიარქოსგან. ჩემი აზრით, ახლა მიდის ჩვეულებრივი ვაჭრობა ფორმულირებაზე. საპატრიარქო ალბათ ეტყვის, ამ ფორმულირებაზე შევთანხმდეთ, ჩვენ არ გაგაკრიტიკებთ, გამოიყენეთ წინასაარჩევნოდ, სამაგიეროდ მოგვეცით 20 ჰექტარი მიწა იქ და 15 ჰექტარი იქ, ეგ იქნება მაგის ფინალი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.