ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს ბეატე ანდრეეს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს,ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. ისაუბრეს ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურულ და ინსტიტუციურ განვითარებასა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის, მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძეც ესწრებოდა.