საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამერვე ტური დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სან-ჟერმენმა“ „პარკ დე პრენზე“ „ტულუზას“ უმასპინძლა და შეხვედრა 3:1 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 9,0) ტულუზელთა კარში გატანილი მეორე გოლის თანაავტორი იყო. იგი 68-ე წუთზე შეცვალეს.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ტულუზა“ 3:1(2:1)
გოლები: 23' უსმან დემბელე 1:0, 27' რასმუს ნიკოლაისენი 1:1, 33' უსმან დემბელე (ხვიჩა კვარაცხელია) 2:0, 90+2' გონსალუ რამოში 3:1