მაქვს კულუარული ინფორმაცია - „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ წინასაარჩევნო სტრატეგიას ირჩევს და ეს სტრატეგია კონსტრუქციული კრიტიკის რეჟიმია,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ფაქტობრივად, მთელი დღე პარლამენტში ერთმანეთთან კინკლაობაში გავატარეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, იმასთან შედარებით, რაც ადრე ამ დარბაზში ხდებოდა, სიტუაცია ბევრად განსხვავებულია, ნაკლები ლანძღვა გინებაა, ნაკლები აგრესია, ნაკლები შეურაცხყოფა. მეტი კითხვებია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე. ეს რისი დამსახურებაა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კულუარული ინფორმაცია მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ წინასაარჩევნო სტრატეგიას ირჩევს და ეს სტრატეგია კონსტრუქციული კრიტიკის რეჟიმია. მე ძალიან მომწონს ასეთი რეჟიმში თუ გავაგრძელებთ ურთიერთობა“,- განაცხადა განაცხადა მეგრელიშვილმა.