ყველა დანარჩენს ხალხზე წარმოდგენა აქვს, რომ ისინი იდიოტები არიან და უნდა დაჰპირდნენ ფანტასმაგორიული რაღაცები, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.
„მე ქართველი ხალხი, ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით იდიოტი არ მგონია და ყველა დანარჩენს ხალხზე წარმოდგენა აქვს, რომ ისინი იდიოტები არიან და უნდა დაჰპირდნენ ფანტასმაგორიული რაღაცები, მაქსიმუმ თუ რამეს საერთოდ დაჰპირდებიან, შეიძლება უბრალოდ იმის იმედად იყვნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდია, რუსეთის აგენტია და ეს 32 წლიანი გათელილი გზა ერთმანეთის ლანძღვა-გინების, გავიაროთ კიდევ ერთხელ“,- ამბობს ვახო მეგრელიშვილი.