პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ. ანუ დანაწილებული, დათითოკაცებულები არიან, მათ შორის ცესკოსთან მიმართებაშიც, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციური პარტიები, უბრალოდ ფიზიკურად ვერ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ვერც ელაპარაკებიან ერთმანეთს. ანუ დანაწილებული, დათითოკაცებულები არიან, მათ შორის ცესკოსთან მიმართებაშიც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ რთული იქნება ცესკოს მუშაობას ერთობლივად დავაკვირდეთ და რაიმე საერთო შეფასებები გავაკეთოთ, პრობლემა ამაშია, თორემ იმაში კი არა სინამდვილეში მართლა ვინ იქნება ცესკოს თავმჯდომარე კონკრეტულად, იმიტომ რომ ცესკოს თავმჯდომარემ რა განსაკუთრებული რამ უნდა გააკეთოს. მთავარია, რომ გაყალბება არ მოხდეს",- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.