პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ პენსიონერები ყველაზე აქტიური ამომრჩევლები არიან და ზოგი მათ პენსიის ზრდას ჰპირდება, ზოგი საპენსიო ვალების ჩამოწერას, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.
„არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ პენსიონერები არიან ყველაზე აქტიური ამომრჩეველი და ამ ჯგუფს ზოგი პენსიის ზრდას ჰპირდება, ზოგი საპენსიო ვალების ჩამოწერას და ა. შ... ასეთი სიტუაციაა, ყველა ფიარობს როგორ მოაწონოს თავი... ჩვენ ეგეთი ამოცანა არ გვაქვს, რომ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პრივილეგიისთვის ვივრძოლოთ“,- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში..