„ქართული ოცნება“ ცენტრალიზებული პარტიაა, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებენ და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს წვდომა ბიძინა ივანიშვილთან, თუნდაც ისეთი როგორიც მიხეილ სააკაშვილთან გვაქვს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნება“ უცნაური ფენომენია, შეიძლება იცოდე როგორია განწყობა კომიტეტის თავმჯდომარის, ან რომელიმე ფორმალური ლიდერის, მაგრამ სინამდვილეში შენ იცი, რომ მათი პარტიული პოზიცია, ამ ადამიანების პოზიციისგან არ შედგება. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა მძიმე თანამშრომლობის გამოცდილება, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებდა. ყოველ ჯერზე მათ მოუწიათ, საკუთარი კანონის დარღვევა, რომ თავისი კანონი ძალით გაეტანა ჩვენს წინააღმდეგ. ეს ხომ ცენტრალიზებული პარტიაა, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებენ და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს წვდომა ბიძინა ივანიშვილთან, თუნდაც ისეთი როგორიც მიხეილ სააკაშვილთან გვაქვს“,- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.