ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის მუზეუმის შიდა სივრცისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს. პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა  შენობის ფასადის რეაბილიტაცია და ინტერიერში ჩატარდა კონსტრუქციული სამუშაოები .

ამჟამად მიმდინარეობს შენობის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის  მომზადება და ეზოს კეთილმოწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლებს: ისინი მუზეუმს ჩინელი აგრონომის პირად ნივთებს გადასცემენ და უზრუნველყოფენ საგამოფენო სივრცის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვას . (შეთანხმება ამის შესახებ 2024 წელს, პეკინში შედგა). სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის სრული სურათის გაცნობა, ჩაის დეგუსტაცია, და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.


მუზეუმის კონცეფციის შესაბამისად, ეზოში მოეწყობა ჩაის ლაბირინთი და ჩინური კულტურისთვის დამახასიათებელი თემატური კუთხეები.