პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს.
„როდესაც პუტინის პირად პატიმარს თავს ესხმი და ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი, ეს განცხადება ბევრ კითხვას პასუხს სცემს. პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.