„ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ამიტომ ჩვენი ყველა საერთაშორისო ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის მხარდასაჭერად.“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ყოველწლიური შეხვედრა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ძალისთვის. წარმოდგენილია 80 პოლიტიკური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში დავამარცხოთ ავტოკრატიული რეჟიმი და აქ ერთ-ერთი მთავარი დისკუსიის თემა არის სწორედ ეს. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სენატორებთან, კონგრესმენებთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რადგან ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ამიტომ ჩვენი ყველა საერთაშორისო ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის მხარდასაჭერად.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან. პოლიტიკური პარტიების IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას.