„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ჩვენთვის არის ფუნდამენტური და, რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრაზეც ამ თემაზე საუბარი აუცილებლად გვექნება ქვეყნის პრეზიდენტთან. დასავლელი ლიდერები მოუწოდებენ მას, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი, რადგან ეს ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ხოლო აქ სწორედ ქვეყნის ევროპულ მომავალზე სასაუბროდ ვართ.“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულება და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად ას დღეში, გვაქვს კონკრეტული ხედვა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანტიკორუფციული ბიურო თუ სასამართლო რეფორმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავაცნობთ პრეზიდენტს. არსებობს კონსენსუსი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, რომ ივანიშვილის პარტია ამ დათქმებს არ შეასრულებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და, რა თქმა უნდა, „გამარჯვების კოალიციამ“ წარადგინოს კონკრეტული ხედვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესრულდეს ეს დათქმები და საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის ფუნდამენტური საკითხი, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ საჯაროდ და ამიტომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრაზეც ამ თემაზე საუბარი აუცილებლად გვექნება ქვეყნის პრეზიდენტთან და ეს არ არის თემა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვაყენებთ დღის წესრიგში, თქვენ ხედავთ, რომ მათ შორის საერთაშორისო ლიდერები - იქნებიან ესენი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც პირდაპირ მიმართა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, თუ სხვები, რომლებიც მას მოუწოდებენ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, რადგან ეს ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ხოლო აქ სწორედ ქვეყნის ევროპულ მომავალზე სასაუბროდ ვართ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.