"კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი საზოგადოებას და ქართველი ხალხის პრობლემებს." - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
" ამიტომ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში, დავამარცხოთ სიღარიბე, კორუფცია, უმუშევრობა და უპერსპექტივობა, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, ეს არის რეალური შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამის პერსპექტივა რომ არ აქვს ივანიშვილის პარტიას, დღევანდელმა ღარიბაშვილის ბრიფინგმაც დაადასტურა მორიგ ჯერზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ