„ივანიშვილი ბაძავს პუტინს- დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველოს პირობებში საფრთხე ემუქრება საქართველოში დემოკრატიას.“  - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"დღეს თქვენს წინაშე ვსაუბრობ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენი კოლექტიური მოვალეობის გაცნობიერებით, რომ დავიცვათ საერთო ღირებულებები - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

სწორედ ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე საქართველოში, სადაც რუსი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობაა დამყარებული.

სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკა დაიმორჩილა და დაუქვემდებარა მმართველი ელიტის ინტერესებს, მზარდი კორუფციით და რუსეთზე გაზრდილი დამოკიდებულებით.

ბაძავს პუტინს- დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას.

ალექსეი ნავალნის მკვლელობამ - რომელიც პუტინმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეადარა - მართლაც შოკში ჩააგდო მსოფლიო. მაგრამ როგორც თავად ნავალნიმ გაგვაფრთხილა - ბოროტება იმარჯვებს, მაშინ როდესაც კარგი ადამიანები არაფერს აკეთებენ. მაშასადამე, ჩვენი მოვალეობაა ვიმოქმედოთ. თვალის დახუჭვის მაგივრად, უნდა დავუპირისპირდეთ ავტორიტარულ ტენდენციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებებს და ჩვენი რეგიონის მშვიდობას.

ხვალ სრულდება ორი წელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. სანამ პუტინი აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინაში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია ასევე გრძელდება. უფრო მეტიც, პუტინის დეკლარირებული გეგმა შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგალური საზღვაო ბაზის აშენების შესახებ კიდევ ერთი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს გლობალური მოძალადე არ გაჩერდება, თუ მას არ შეაჩერებს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება და ერთიანი ქმედება.

და ბოლოს, პატივცემულო ასამბლეის წევრებო, გთხოვთ გაზარდოთ მხარდაჭერა მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერის ბედი და ჩვენი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის კურსი.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ