ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მტრის ხახაში მიაქანებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არ არის გონივრული პოლიტიკა, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ეს არის ანტიევროპული პოლიტიკა და ეს არის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიაქანებს მტრის ხახაში. მაშინ როდესაც ვსაუბრობთ, მათ შორის იმაზე, რომ გარიცხეს რუსული ოცნება ევროპელი სოციალისტებისგან, მათ უბრალოდ გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ დაესწროთ ევროპელი სოციალისტებითვის. ამ პიარ ხრიკებით ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება“- განაცხადა ბოკუჩავამ.