ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორ ჩენ იქუნთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩინეთში, პაატა კალანდაძესთან ერთად დაესწრო.
საზეიმო საღამოზე ანსამბლი „რუსთავი“ კულტურული პროგრამით წარდგა. ანსამბლმა ქართული ხალხური მრავალხმიანობის ნიმუშები და ტრადიციული ცეკვები შეასრულა.
„რუსთავის“ გამოსვლა დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოს კულტურული იდენტობისა და ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენას ემსახურებოდა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.












