მერწმუნეთ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტები უზრუნველყოფენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შესაბამისად იყოს მომზადებული - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტების ჩართვით ოპოზიციური ძალები ერთობლივად ვიმუშავებთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდეს.
მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციაშია გაწერილი კომისიის შექმნის უფლება 50 დეპუტატისთვის, ხოლო ბოიკოტის რეჟიმში გადასული უმრავლესობა ამ უფლებას ართმევს ოპოზიციას. ეს არის კონსტიტუციური ნორმის დარღვევა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს ამ კონსტიტუციური ნორმის დარღვევის ირგვლივ მსჯელობა და გადაწყვეტილების გამოტანა. მერწმუნეთ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტები უზრუნველყოფენ, რომ სარჩელი შესაბამისად იყოს მომზადებული,"- განაცხადა ბოკუჩავამ.