ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დასავლელი პარტნიორების ვიზიტები არის გამაფრთხილებელი ვიზიტები და არის მცდელობა, რომ საქართველომ არ დაკარგოს განუსაზღვრელი ვადით ევროპული პერსპექტივა. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს ის ამ გაფრთხილებას, გააგრძელებს ანტიდასავლურ კამპანიას თუ განახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები საქართველოსგან მოითხოვენ. ეს პასუხისმგებლობა არის სამწუხაროდ „ქართულ ოცნებად“ წოდებულ, რუსულ ოცნებაზე“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.