„ქართული ოცნება“ ერთ კვირაში სამჯერ დამარცხდა და გენერალური დამარცხება მათ ელით არჩევნებზე, იქნება ეს ვადამდელი არჩევნები თუ 2024 წლის არჩევნები - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, როდესაც ოპოზიციამ კონსოლიდირებულად, ერთიანი ძალით იმოქმედა, როგორ დამარცხდა „ქართული ოცნება“, ერთ კვირაში სამჯერ დამარცხდა. პირველ კენჭისყრაზე დამარცხდა, მეორე კენჭისყრაზე დამარცხდა და მესამე  კენჭისყრაზე დამარცხდა და ასე მოხდება ყოველთვის არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში  და პარლამენტის შენობის შიგნით, არამედ, ზოგადად პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნება“ ყოველთვის დამარცხდება, როდესაც  ოპოზიცია იქნება კონსოლიდირებული და ერთიანი, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, ამ კვირაშიც სწორედ ასეთი მოქმედების გეგმა ექნება პოზიციას“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.