„2008 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისი გამოაცხადა როგორც მეორე დედაქალაქი, მან საპრეზიდენტო ფიცი სწორედ ქუთაისში, სწორედ ბაგრატის ტაძარში იმიტომ, რომ მას ყველაზე მეტად სჯეროდა და სჯერა დღესაც ერთიანი, ძლიერი, წარმატებული საქართველოს იდეის.“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"მოგესალმებით გაუტეხელო, ერთგულო, მებრძოლო, პატრიოტო ადამიანებო. ძალიან მიყვარხართ. 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისი გამოაცხადა როგორც მეორე დედაქალაქი, მან საპრეზიდენტო ფიცი სწორედ ქუთაისში, სწორედ ბაგრატის ტაძარში იმიტომ, რომ მას ყველაზე მეტად სჯეროდა და სჯერა დღესაც ერთიანი, ძლიერი, წარმატებული საქართველოს იდეის, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი არ არის ერთმანეთისგან გაყოფილი, სადაც წარმატების შანსი არ მოიპოვება რეგიონის ან რაიონის ან ქალაქის მიხედვით არამედ,სადაც წარმატების შანსი თითოეული საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის. ეს იყო ის დიდი იდეა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ყველაზე დიდი აღმშენებლობა და ყველაზე დიდი წინსვლა ჩვენი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, მაგრამ დღეს ივანიშვილი გვართმევს მთავარს, დღეს ივანიშვილი გვართმევს რწმენას, ის ცდილობს ,რომ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საკუთარი თვის რწმენა, წაართვას აწმყოს შეცვლის რწმენა ,რომ წაართვას ევროპული მომავლის რწმენა მაშინ,როდესაც საქართველოს აქვს ისტორიული შანსი,როდესაც უკრაინელი ხალხის თავდადებამ, დიახ გააჩინა ეს ისტორიული, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ისე, როგორც არასდროს მჯერა, რომ გამარჯვება არის ახლოს, ისე როგორც არასდროს ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი .
ისე,როგორც არასდროს მე მჯერა, რომ პუტინის გეგმა დაიმონოს საქართველო ივანიშვილის ხელით იქნება წარუმატებელი. ძალიან ბევრ იმპერიას ჰქონია იმის მცდელობა, რომ დაემონებინა საქართველო მაგრამ ის ყოველთვის იყო წარუმატებელი იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აქვს უდრეკი სურვილი მოიპოვოს და შეინარჩუნოს თავისუფლება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომლისთვისაც ჩვენ დღეს ვიბრძვით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ოდითგანვე ევროპული, ლამაზი ქუთაისი ქართველ ხალხთან ერთად, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, რომელიც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის.
ჩვენ ერთად დიდი სიამაყით ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის შესვლას ევროკავშირში და ჩვენი ქვეყნის გასვლას სამშვიდობოდ ერთხელ და სამუდამოდ. ძალიან მიყვარხართ. ვირწმუნოთ ჩვენი გამარჯვება იმიტომ, რომ ის არის ძალიან ახლოს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.