„შემოღებულ იქნა ეგრეთ წოდებული “სტატუს ნეიტრალური” დოკუმენტი, რომელიც შეეძლოთ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გამოეყენებინათ. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა და არაფერი შესთავაზა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„შემოღებულ იქნა ეგრეთ წოდებული “სტატუს ნეიტრალური” დოკუმენტი, რომელიც შეეძლოთ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გამოეყენებინათ. მათ შორის, საერთაშორისო მიმოსვლისთვის და ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდა იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, რუსული ოკუპაციის პირობებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ შანსი საერთაშორისო მიმოსვლის. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა და ამის სანაცვლოდაც არაფერი შესთავაზა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.“ - ასე გამოეხმაურა თინა ბოკუჩავა შვეიცარიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შვეიცარია არ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს.