„საგამოძიებო კომისიასთან ერთად, ჩვენ როგორც დავპირდით მოსახლეობას, გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს სიმართლის დასადგენად, ამიტომ ინტერპელაციის წესით ვიბარებთ შს მინისტრს, რომელიც ვალდებულია გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც აქვს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც გადაურჩნენ შოვში მომხდარ ტრაგედიას. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შოვში მომხდარი ტრაგედიის შესწავლის მიზნით მაშინ, როდესაც ნულოვანია საზოგადოებრივი ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ მაშინ, როცა ხელისუფლება მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა საქმეებზე მუდმივად აცხადებდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ სიმართლე უნდა დადგინდეს მალე და სიმართლე აუცილებელია საზოგადოებისთვის და მათ შორის გადარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებიც თავდასხმის სამიზნედ ირჩევს დღეს ხელისუფლება. საგამოძიებო კომისიასთან ერთად ჩვენ განვაცხადეთ, რომ გამოვიყენებდით აბსოლუტურად ყველა ზედამხედველობით საპარლამენტო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც მორღვეულია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ, პარლამენტარებმა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სწორედ ამ დაპირების ფარგლებში ჩვენ ავამოქმედეთ კიდევ ერთი საპარლამენტო ინსტრუმენტი, რომელიც რეგლამენტით და კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული, ეს არის ინტერპელაციის წესი და ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსვლას საქართველოს პარლამენტში.
ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც შესაბამისად ვალდებულია გადასცეს აღნიშნული კითხვები უწყებას, კონკრეტული კითხვებით, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: - რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის თავად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური? რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი.
ვიცით, რომ შსს-ში შედის ის კონკრეტული სამსახური, რომელსაც ევალება სამძებრო-სამუშაოების განხორციელება, რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების დახმარება, როდესაც არსებობს ასეთი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა, მონაწილეობა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავად შს მინისტრი და მისი უწყება და რა გახდა საფუძველი, რატომ ჩათვალეს, რომ წარმატებით მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და არ იყო მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო.
ასევე ბატონმა გომელაურმა საზოგადოების წინაშე უნდა უპასუხოს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა, რადგან თვითმხილველების განცხადებებით დასტურდება ის, რომ მაშველები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ მრავალი საათის და მრავალი დღის განმავლობაში ,არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობა, რაც დაუშვებელია და გვაინტერესებს რა გახდა ამის მიზეზი მაშინ, როდესაც კორუფციაშია ჩაფლული სახელმწიფოს ყველა უწყება და უამრავი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთ პროგრამებზე, რომელსაც არანაირი სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მოაქვს და ბოლო კითხვა, რომელსაც ასევე ბატონმა გომელაურმა უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ აშშ-გან ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე, იცით, რომ არის კონკრეტულად აღნიშნული გაწერილი საქართველოს ბიუჯეტში, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ეს შემოთავაზება ჰქონდა, რომ გრანტის წესით მიეღო სამაშველო ვერტმფრენები, მაგრამ ხელისუფლება თქვა უარი აღნიშნულ ვერტმფრენებზე და რაჭაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ვერტმფრენების არსებობა არ არსებობას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილი ადამიანები ჰყვებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ მომენტში დროულად და არა რამდენიმე საათის დაგვიანებით, როგორც ეს მოხდა, ვერტმფრენების ჩასვლა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ასე რომ ველოდებით ბატონ გომელაურს პარლამენტში და როგორც დავთქვით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ მოისმინოს სიმართლე, ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტრაგედიის შემდეგ მთელი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადარჩნენ. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.