მექსიკაში, „მონტერეი სტედიუმზე“, F ჯგუფის მეორე შეხვედრა დასრულდა.

შვედეთის და ტუნისის ნაკრები გუნდების შეხვედრა შვედების აშკარა უპირატესობით წარიმართა და დიდი ანგარიშით მოგებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრების კარში დუბლის ავტორის, იასინ აიარის, მამა ტუნისშია დაბადებული და ალბათ, ამით იყო გამოწვეული, რომ გოლების შემდეგ მან ემოციები ბევრად უფრო თავშეკავებულად გამოხატა, ვიდრე მისმა თანაგუნდელებმა

შვედეთი - ტუნისი 5:1(2:1)
გოლები: 7' იასინ აიარი 1:0, 30' ალექსანდერ ისაკი 2:0, 43' ომარ რეკიკი 2:1, 59' ვიქტორ დიოკერესი 3:1, 84' მატიას სვანბერგი 4:1, 90+6' იასინ აიარი 5:1