ივანიშვილის რეჟიმი სწორედ კორუმპირებულ მოსამართლეებსა და კორუმპირებულ სასამართლო სისტემაზე დგას - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როდესაც ასეთ მძიმე ინსტრუმენტს იყენებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის მათ შორის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე და მოსამართლეებს სანქციებს უწესებს, ამაზე ნორმალური და ადეკვატური რეაგირება, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იქნებოდა ის, რომ ეს მოსამართლეები თანამდებობას დატოვებდნენ. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ პრემიერ - მინისტრი ამ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს. დღევანდელი ხელისუფლება რეალურად ამ კორუმპირებულ მოსამართლეებზე დგას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.