“ტაძრისკენ” გზა ვიცით ჩვენ და გზა არის ის, რასაც ჩვენ ვადგავართ. ამ გზაზე, ბელადები და ოლიგარქები ვერ ივლიან. ჩაეხსენით მათ და იარეთ ჩვენთან ერთად - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
გუშინ, აქციაზე, ერთი წესიერი და გულწრფელი კაცი მესაუბრა -ოპოზიციის ერთიანობას ითხოვდა. შევეცადე ამეხსნა, რომ გზაჯვარედინზე ვართ. ყველა გზას გადაჩეხვისკენ მივყავართ, გარდა ერთი ვიწრო ბილიკისა, რომელსაც მხოლოდ ევროპული საქართველო • European Georgia ადგას.
ჩვენ არავის ვკრავთ ხელს, ვინც დაიჯერებს რომ ჩვენი გზაა სწორი გზა, ჩვენთან ერთად დაადგება სწორ ბილიკს, ჩვენთან ერთად გააფართოვებს მას და ივლის. მაგრამ “ერთიანობის” ეგიდით, სხვებთან ერთად არ გადავიჩეხებით. “ტაძრისკენ” გზა ვიცით ჩვენ და გზა არის ის, რასაც ჩვენ ვადგავართ. ამ გზაზე, ბელადები და ოლიგარქები ვერ ივლიან. ჩაეხსენით მათ და იარეთ ჩვენთან ერთად. სხვა ოფცია არ განიხილება.სხვა არჩევანი - გადაჩეხვაა.