"ალბათ [სპონსორად] კეზერაშვილს გულისხმობენ ხოლმე ხან ვინ და ხან ვინ. ჩვენი პრინციპი ძალიან მყარია, რომ არც ერთ ერთ ბიზნესმენზე დამოკიდებული არ ვიყოთ - ერთზე, ვინც არ უნდა იყოს, ეს უკვე ოლიგარქობისკენ მიმავალი გზაა". - ამბობს ხოშტარია.
მივესალმები, რომ კეზერაშვილის ოლიგარქიული ამბიციები თემად იქცა და პოლიტიკოსებს თავის მართლება უწევთ ამ თემაზე. მაგრამ ელენეს ერთი რამ ეშლება. " - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ოლიგარქიისკენ ელენეს მიუხედავად მიდის ის, ვისაც ამისი ამბიცია აქვს და ელენეს თუ ოლიგარქიასთან დაპირისპირება სურს, ვისაც ამბიცია აქვს იმას უნდა დაუპირისპირდეს.
ელენეს პარტიის დაფინანსების დივერსიფიცირებაზე არ დგას კეზერაშვილის ოლიგარქიული მისწრაფებები.
ელენეს ჯიგრულ დუმილზე და შეგუებაზე დგას.
ძალიან კარგად იცის ელენემ რომ კეზერაშვილის “ჯანსაღი რჩევებით” “რასკლადდებოდა” (ბოკერიას გაწევის სპეცოპერაცია) და “რასკლადდება” (მელიას ხაბეთი ჩანაცვლება) პოლიტიკა.
კეზერაშვილის “ჯანსაღი რჩევებით” და ფულით შანტაჟით წყდებოდა საარჩევნო ალიანსები და არა ამომრჩევლების რაოდენობით.
ეს მან იცის ზეპირად.
ამდენად, თვალთმაქცობაა საკუთარ პრინციპულობაზე საუბარი იქამდე, სანამ უახლეს წარსულს არ შეაფასებს და სახელს არ დაარქმევს ყველაფერს.
თუ ელენე კეზერაშვილის ოლიგარქიულ ამბიციებს არ ამხელს და არ უპირისპირდება, მისი პარტიის ფინანსების დივერსიფიკაცია - მისასალმებელი, მაგრამ ძალიან, ძალიან არასაკმარისი ნაბიჯია - რბილად რომ ვთქვა.
მაგრამ ვნახოთ - წინ ბევრი გზაჯვარედინი იქნება.
რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ კეზერაშვილის მხილების და მასთან დაპირისპირების გარეშე, ელენე სანდო პარტნიორი ვერ გახდება - რამდენი ინტერვიუც არ უნდა ჩაწეროს მასთან, ამ დუმილის ხათრით ოლიგარქიულმა მედიამ.
ეს არის სიმართლე." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.