"ანუ გაბუნიას ლანძღავენ, ნახევარი სიმართლე რატომ თქვაო.რატომ არ გააგრძელა სიცრუის ტირაჟირებაო. იმას კი არ საყვედურობენ, სრული სიმართლე რატომ არ თქვიო. როგორ ყარხართ ნეტა იცოდეთ (და როგორ მარწყევს ამ სიდებილეზე) " - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, "დიდი სიამაყით ვაცხადებ - ნაცების ტელევიზია არ ვართ. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, რომ ნაცების ტელევიზია არ ვართ."
რასაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვარი შეფასება მოჰყვა.
ასევე გიორგი გაბუნიამ განაცხადა: როდესაც გვარამია დაიჭირეს, მაღალი ეშელონებიდან მოდიოდა “რჩევა” არხი დამეხურა