სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძის მოქალაქეობაზე, სრული სიგიჟე დაატრიალა, - ამის შესახებ „ტაბულას„ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიტიკური სპექტრი იდიოტების დოღია.
სალომე ზურაბიშვილმა სრული სიგიჟე დაატრიალა მოქალაქეობაზე.
კონსტიტუციას არღვევს!
თან რაღაც სრულიად ბეცი საფუძვლით ამართლებს!
თითქოს თუ გასამართლება უნდა ვინმეს, რუსეთის მოქალაქეს ვერ გაასამართლებს.
ვინ გითხრათ რომ ფაქტორია ეგ?
ვინ მოგატყუათ?
მე მაგიჟებს ეს ვულგარული უმეცრება!
უფალო მომეცი ღილაკი რომ დავაჭირო და ჩაირეცხონ!“- წერს ჩერგოლეიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.