ჩვენს პროდუქტებს ხომ ხედავთ? ტაბულა ხომ მოგწონთ? აქციები ხომ მოგწონთ? კამპანიები ხომ მოგწონთ? ფილმები ხომ მოგწონთ? შესრულებას ვგულისხმობ და არა შინაარსს. შეიძლება ეთანხმებოდე, შეიძლება არა! - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მაგრამ ხომ ვასრულებთ და თან შთამბეჭდავად? ხოდა წარმოიდგინეთ, რა დასაცინი მგონია საერთაშორისო დონორებში ჩაბუდებული ყველა ქართველი ცვედანი, ვინც ზის და "ნონონო ესენი პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, გრანტი არ მივცეთო" თავს აქნევს. ბოდიში, მაგრამ არარაობებად, დედამიწაზე გაფლანგულ ადგილებად გთვლით და ამიტომ გექცევით შესაბამისად - არაფერი პერსონალური. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.