საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო III სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 31 მაისს, 10:00 საათზე, აღავლენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"⛪️ დღეს, 30 მაისს, 17:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სულთმოფენობის ლოცვას აღასრულებს. 

 მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას ამავე ტაძარში ხვალ, 31 მაისს, 10:00 საათზე, აღავლენს",- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.