"ეცვროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი, "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს ნიკა გვარამიას გამოქვეყნებულ პოსტს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"საჯარო ცხოვრების ეს ნასკის სუნიანი "გაგება" წარსულს უნდა ჩაბარდეს! და ჩავაბარებთ, აზრზე მოსულ ქართველებთან ერთად. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია facebook-ში წერს: "გუშინ ინტერვიუზე ვიყავი გირჩის ვახო მეგრელიშვილთან. ნამდვილად არ იყო ცუდი. რაც მკითხა, ვუპასუხე. რაც არ მკითხა, ვერ ვუპასუხებდი.
დღეს კი ვახო მეგრელიშვილმა და ჰერმან საბომ გაარჩიეს გუშინდელი ეთერი და გადამიარეს და იქ არ ვიყავი? გეკითხათ, თუ რამე გაინტერესებდათ ან გაგეკრიტიკებინეთ და გიპასუხებდით ეს "უკან მიდევნებული ლამპარი" გარჩევა (ჩემ გარეშე) სასაცილოა და მხოლოდ სისუსტის და ინტერვიუში გაფარჩაკების მტკიცებულებაა ტეხავს "ორსერიანი" ინტერვიუები ."