მე რასაც ვუყურებ ასეთი ამბავია.
გვარამიას სჭირდება ფული - ფულის გარეშე ეგ ვერავის მიიზიდავს.
რა ფულიც მაგას სჭირდება, ეგ ფული აქვს მარტო კეზერას - არავინაა კეზერას გარდა იმის გოიმი, რომ ფული გვარამიაზე ფლანგოს, თან დიდი ფული - ადამიანების საყიდლად. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"კეზერას ხუთიანი აქვს ნაყიდი.
რა შეიძლებოდა ექნა გვარამიას, რომ კეზერაშვილისთვის ფული გამოეძალა?
ამდგარიყო და კეზერაშვილის არქენემისთან - მელიასთან დაეწყო მოლაპარაკებები გაერთიანებაზე.
ლოგიკა რა არის?
გვარამია და მელია ერთად, კეზერას ხუთიანს დააზიანებენ.
მაგრამ ცალკე აღებული გვარამია, მელიას დააზიანებს - აქტივსაც გაუწევს კეზერაშვილის ფულით და ამომრჩეველსაც გაუყოფს.
ცხადია, ხუთიანის ხმებსაც გაყოფს და მაგრამ ეს ხმები არჩევნების შემდეგ შეერთდება.
ანუ, მე ვვარაუდობ რომ გვარამიამ მელიასთან ერთიანობით კეზერაშვილი დააშანტაჟა, ფული გამოართვა (ან შეიპირა - ეს კიდევ ცალკე საგა იქნება, დაპირებულზე წვალება) და მელიას გადააგდებს.
თუ თავად ბარიერის გამო არ შეშინდა.
მაგრამ ისეთი არაადეკვატური ეგო აქვს, შეიძლება არ შეეშინდეს - სადღაც მოვკარი თვალი, თავს იქებდა ბრენდინგი ვიციო, აი რაც ვიცი, ვიციო 🤡
ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იქ დალაგდებიან, სადაც კეზერაშვილი დაარასკლადებს - ანუ გვარამიასთან გვარამიას ეგეც დაეხმარება ეგოს დაბუსტვაში და თავდაჯერებაში.
ასე ვხედავ ამ მომენტისთვის მაგ ფლანგზე ვითარებას." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.