ჩემს გარემოცვაში ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს ნარცისი ნავალნის სიკვდილის სფოთლაითშიც ფეხის ჩაყოფას შეეცდებოდა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემს გარემოცვაში, ჩემს ყველა
ჩეთში, ყველამ, უკლებლივ ყველამ წინასწარ იცოდა რომ ეს ნარცისი ნავალნის სიკვდილის სფოთლაითშიც ფეხის ჩაყოფას შეეცდებოდა““,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში“.