როგორ მორალურ და ღირებულებით ჭაობში ვართ, რომ ახალგაზრდა, თითქოს კარგ ადამიანს რომ ეკითხები - არის თუ არა მედიის როლი მოქალაქეების ინფორმირება, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ მორალურ და ღირებულებით ჭაობში ვართ, რომ ახალგაზრდა, თითქოს კარგ ადამიანს რომ ეკითხები - არის თუ არა მედიის როლი მოქალაქეების ინფორმირება - ყოყმანობს, და გააჩნიას გპასუხობს - მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვარამიასთანაა პარტიაში და იცის, რომ შემდეგ კითხვაზე პასუხი აღარ ექნება. 

ახალგაზრდაა და უკვე კასტრირებული (ასეთი ჰგონია პოლიტიკა). 

მარიამ ლაშხს რას ვთხოვთ? ეგეც საკუთარი კომფორტის გამო საუბრობს მასონებზე. 

რა მორალური უპირატესობა გაქვთ მასთან? არანაირი. 

ამიტომ იგებს ბიძინა“, -  წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.