ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დასავლური ქვეყნები სხვებზე წინ წავიდნენ და მათი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მაღალია, არის შრომის ეთიკა. 
შრომის ეთიკა არის ჩემი კონფლიქტების მთავარი წყარო. 
სამუშაო პროცესში პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები არასწორ ადგილებზე არიან და არასწორ საქმეს აკეთებენ. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მაგალითად, პრესს სამსახურის უფროსის სამუშაოს აღწერილობას თუ დაგუგლავთ, მარტივად გაარკვევთ, რომ პრე სამსახურის უფროსის საქმე ცივილიზებულ სამყაროში, არის შემდეგი: 


1. საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება გუნდთან ერთად;
2. სტატიების, პრეს-ანონსების, პრეს-რელიზების მომზადება/რედაქტირება;
3. რელევანტურ თემებზე გუნდისთვის პრეს დაიჯესტის მომზადება; 
4. პრეს-ბრიფინგების ჩატარება - პარტიის გზავნილების კომუნიკაცია, გამართული მეტყველება 
და ასე შემდეგ ... 
მაგალითად, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარის სამუშაო აღწერილობა ასეთია: 
1. ადგილობრივ ამომრჩეველში ინტერეს ჯგუფების იდენტიფიცირება (დევნილები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და ასე შემდეგ), მათი პრობლემების ცენტრთან კომუნიკაცია და ერთობლივი ძალისხმევით ამ საკითხების გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავება. 
2. ადგილობრივ ამომრჩეველში საზოგადოებრივი აზრის ლიდერების ძიება და მათთან ურთიერთობის კულტივაცია
3. პარტიის კამპანიების ადგილზე პრომოუტირება, მაღალი ჩართულობის მოქალაქეების გამორჩევა და მათი გაძლიერება. 
4. პარტიის ადგილობრივი ოფისის სოცმედია გვერდების შექმნა, მართვა და განვითარება ცენტრალურ ოფისთან კოორდინაციაში 
5. პარტიის მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა და ახალი მხარდამჭერების აღნუსხვა - არჩევნებიდან, არჩევნებამდე
და ასე შემდეგ ... 


როცა რაღაც თანამდებობას თანხმდები, წესიერმა და
პატიოსანმა ადამიანმა - თუ "ჩემი არ
გჯერა", უნდა დაგუგლო მაინც. 
ასე მესმის მე სამუშაო პროცესი. 
როცა სამუშაო პროცესს ვერ მიყვები, შესაბამისი უნარები არ გაგაჩნია, სამუშაოს ხარისხიანად ვერ ასრულებ, არც საკუთარ განვითარებაზე მუშაობ, არც იმის შეგნება გაქვს გაიაზრო, რომ შენს ადგილას არ ხარ - კი ბატონო, გავუწევ ანგარიშს იმას, რომ ძაან ესაყვარლები ვიღაცას და არ შეგეხები, მაგრამ საქმეს არ დავაზიანებ - ვიპოვი ხალხს, ვისაც უნარები გააჩნია და საქმეს თავს კვალიფიციურად გაართმევს. 
როცა არარაობა ხარ, საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობის ნაცვლად, არაკვალიფიციურ კადრად რჩები, გზას ქათინაურებით "იკვალავ" და კვალიფიციურ ადამიანებზე ეჭვიანობას იწყებ  - იოლად მოწყვლადი ხდები ყველა ჯურის აფერისტის და მანიპულატორის მიმართ და კრიტიკულ მომენტებში "გიგას მხარდაჭერა თუ ჩერგოს გაძლიერებას ნიშნავს, მე გიგას წინააღმდეგ წავალ"-ს ბოდიალობ და დაგცინიან, როგორც ხარბ იმპოტენტს ("ჩერგოს" გაძლიერება რომ პარტიის გაძლიერებას ნიშნავს - გკიდია, შენს უუნარო თავზე ფიქრობ და შენს როლზე პროცესში). 


ამ ყველაფრიდან ის სიკეთე მივიღეთ, რომ ყველა ხათრით, ან სისაყვარლით დანიშნული ჩვენი პროცესიდან ჩახსნილია, გუნდი მხოლოდ კვალიფიციური პროფესიონალებისგან შედგება და კაკოია ივანიჩების გასაბრიყვებელი ბიდლო ჩვენგან შორსაა.


პ.ს. ამიტომ არ დავიწყეთ იმ კორუმპირებულ ბერიკაცებთან ბრძოლა და პარტიის ჯიჯგნა - ამ უუნარო ხარბებთან უნდა გავრიგებულიყავით, და საერთო საქმისთვის ამ გარყვნილების ჩახსნა უმჯობესია.- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.