ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. 
ყველას ოჯახში გვაწავლიდნენ იმ წესებს, რითაც ცხოვრებაში დავდივართ.
მე ბავშვობაში მასწავლიდნენ რომ ჩემი და ჩემი მეზობლების ეზო უნდა დავალაგო - საერთო სიკეთე ჩემი სიკეთეა. 
ბავშვობაში მასწავლიდნენ იმასაც, რომ "ჟილკობა" და  ჟღვლინტების ჭამა ტეხავს.  - ამის შესახებ "ფრდერალისტები"-ს ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ შეთანხმების აყირავება წაგებისას უღირსობაა. 
ოჯახში მასწავლიდნენ, რომ შეთანხმებული თამაშის წესები თამაშის ბოლოს არ იცვლება. 

ოჯახში მასწავლიდნენ რომ სწორი სწორია და არასწორი - არასწორი, მიუხედავად იმისა მე რას "მოვჩანგლავ" არასწორობის შედეგად! 

ოჯახში მასწავლიდნენ, რომ ვინც არ მუშაობს - არ ჭამს.  

(პურის რიგში რომ არ ვდგებოდი - მეზარებოდა, არც პურს ვჭამდი) ასეთი ცივილიზაციური არჩევანი ჰქონდა გაკეთებული ჩემს ოჯახს. 

ამიტომ, მე არ მესმის იმ ქვეწარმავლების, ვისაც წაგების ღირსეულად მიღება არ შეუძლია და თამაშის წესებს თამაშის ბოლოს ცვლის. 

არც იმ ქვეწარმავლების მესმის, ვინც ვერც თვითონ ქმნის, და სხვასაც ხელს უშლის, რომ "მასზე წინ არ გაუშვას".
არც იმათი მესმის, ვინც საკუთარ არასწორობას იმით ამართლებს რომ თვითონ "იხეირა".
არც იმ ქვეწარმავლების მესმის, ვინც  საკუთარ ამომრჩეველს სახეში აფურთხებს და მათ წარმომადგენლებს კონკურენტების ამომრჩეველს არჩევინებს იმისთვის, რომ თვითონ წინ იყოს. 

მე ამ მცოცავებს ამ ქვეყნის ჩამორჩენილობის, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბის, რუსულ ჭაობში ჩარჩენის წყაროდ მივიჩნევ და ჩემთან ვერ გადაიკვეთებიან,  რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ
"ყვავილები არ მივართვი, და ამიტომ გაბოზდნენ". 

არასწორების თავის მართლების კნავილი ვნახე და ბოლოჯერ ვეხმიანები.
P.S. ჩვენს სუფრასთან ჯდომა ვისაც სურდა, ჟღვლინტები არ უნდა ეჭამა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ:  2024 წლის 1 აგვისტო გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა.   "ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე"

ბოკერიასთან ერთად პარტია მისმა მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ასევე  წევრების გარკვეულმა ნაწილმაც დატოვა. 

დელეგატებს შეეძლოთ ორ სიას შორის გაეკეთებინათ არჩევანი.  -  სია №1 გიგა ბოკერია - სია №2 თამარ ჩერგოლეიშვილი - ევროპული საქართველოს შიდაპარტიულ პრაიმერიზში 2 კონკურენტი საპარლამენტო სია წარადგინეს

პრაიმერიზის შედეგებზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა 29 ივლისს Facebook-ზე დაპოსტა და თქვა, რომ მისმა და აკაკი ბობოხიძის სიამ 1015 დელეგატის ხმით გაიმარჯვა.

ხოლო, 30 ივლისს ჩატარებულ პრაიმერიზთან დაკავშირებით პოსტი დაწერა გიგა ბოკერიამ. მან აღნიშნა, რომ შიდა არჩევნებმა დელეგატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რეალური და მწვავე კონკურენციისა და აქტიური კამპანიის პირობებში ჩაიარა.

წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. სია N1 - 55% 2. სია N2 - 45%.