პეტრას ციხეზე ანსამბლ „ბათუმისა“ და „ქართული ხმების“ მონაწილეობით ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო.

 ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის — „მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა.

 გალა კონცერტზე ყველა თაობისთვის კარგად ნაცნობი პოლიფონიური და პოპულარული ქართული სიმღერები შესრულდა.