„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს სოციალურ ქსელში მიმრთავს:
„ვადასტურებთ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას. პროტესტს ვაცხადებთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ლეიბორისტული პარტიის მიმართ მორიგი გაყალბებული კვლევების გამოქვეყნებაზე, რაც ჩვენს მიმართ ტრადიციულად მორიგი არჩევნების გასაყალბებლად არგუმენტის წინასწარი მომზადებაა. კარგად დაიხსომოს ყველამ, ჩვენი პარტიის რეიტინგი არასოდეს ჩამოდის 10 პროცენტზე დაბლა. ჩვენ იძულებული გავხდებით ჩვენი სიმართლე ვამტკიცოთ ამერიკის სასამართლოებში ობიექტური საარჩევნო ოქმებით როდესაც თქვენ გვიწერდით ორ პროცენტს და შედეგად ვიღებდით 26 პროცენტს. მეტი დისკრიმინაცია რასაც ამერიკული ინსტიტუტები ეწევიან სხვათა შორის რუსულთან ერთად ჩვენს მიმართ უკვე 25 წელზე მეტია წარმოუდგენელი და უპრეცენდენტოა. ნუთუ არ დაიღალეთ. უდიდესი პატივისცემით მარად თქვენი, შალვა ნათელაშვილი“,- წერს შალვა ნათელაშვილი.