„ედისონ რისერჩის“ საყურადღებოდ - იმდენი გაგისივდათ ცხვირი რამდენიც „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა ამ ქვეყანაში მეტი კლასიკური პარტია არ არსებობს,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ედისონ რისერჩის საყურადღებოდ -იმდენი გაგისივდათ ცხვირი რამდენიც ლეიბორისტული პარტიის გარდა ამ ქვეყანაში მეტი კლასიკური პარტია არ არსებობს და ეს ჩვენმა ხალხმა იცის შესანიშნავად, მომხრემაც და სხვათა შორის მოწინააღმდეგემაც. ახლა ყველაზე მთავარი - როდესაც დანაშაულებრივი ორგანიზაცია ქართული ოცნების რეიტინგი სრულიად განადგურებულია და დასავლეთში წყდება მათი ლიდერების დასანქცირების საკითხი 37 პროცენტის ანუ მომავალი უმრავლესობისათვის საკმარისი ქულების დაწერა მათთვის ეს ივანიშვილის გადასარჩენად მაშველი რგოლის გადაგდებაა.ამდენს ტელეკომპანია იმედიც ვერ დაუწერდა.
ამჯერად - გამარჯვების პლატფორმად გადანათლული,დაშლადი ნაცმოძრაობის მეორე ადგილზე გაყვანა უკვე იმ სიახლით,რომ იქ დაბრუნდა ეროვნული ქურდის,ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის ჩხარტიშვილის სიძე კიდევ ცალკე დანაშაულია მომავლის წინაშ.ჩვენს წინ ნარკომან--მორფინისტ_---გირჩელთა ჩაწერა უკვე იმ ქვეყანაშიც ჯოჯოხეთში მოხვედრის საგზურიცაა, ხოლო მესამე ადგილზე გახარია--თვალთხარიას ე.წ პარტიის ჩაწერა ყველა იმ ახალგაზრდის და მათი თანატოლების შეურაცხოფაა ვისი ბრძნებითაც ბავშვებს 20 ივნისს დათვის ტყვიებით თხრიდნენ თვალებს. მოკლედ ტრადიციულად დაიწყო არჩვნების გაყალბება არჩვნებამდე. ჩვენ უნდა გავემზადოთ იმისათვის,რომ თავზე გადავახიოთ ყველას ჩვენი მომავლის გამყალბებელი ეს ეტრატები“,- წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისათვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის მიხედვით კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება - 37%
გამარჯვების პლატფორმა - 22%
საქართველოსთვის - 10%
გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%
ლეიბორისტული პარტია - 4%
ლელო - 4%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
მოქალაქეები - 2%
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%
პატრიოტთა ალიანსი - 1%
სხვა - <1%