პუტინის განცხადება, რომ საქართველო იურიდიულად ისევ სნგ-ს წევრად ითვლება, მოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ პასუხს - გელოდებით, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი განცხადება,რომ საქართველო იურიდიულად ისევ ითვლება სნგ-ს წევრად, მოითხოვს მინიმუმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლიც პასუხ-განმარტებას. გელოდებით“,- წერს შალვა ნათელაშვილი.
ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა: ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც, ადრე და შესაძლოა, დღეს კიდევ ირიცხებოდეს დსთ-ს შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობს